ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგი კახაბერ ჩაკვეტაძე „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ კანდიდატია
12-10-2023
მასწავლებლობა ყველა დროის ყველაზე კეთილშობილური პროფესიაა და, სწორედ, ამ პროფესიის დაფასებისა და წარმოჩენის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად გამოაცხადა კონკურსი - „მასწავლებლის ეროვნული პრემია“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლამ „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“ კანდიდატად წარადგინა ისტორიის მენტორი მასწავლებელი ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იგი საზოგადოებაში მეტად პატივსაცემი პიროვნებაა, მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატივარია და აქტიურად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, რათა ქვეყანას არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს. 

„იგი იმდენად ცნობადი სახეა საგანმანათლებლო სივრცეში, ალბათ წარდგენაც არ სჭირდება ფართო აუდიტორიის წინაშე. კახაბერი გახლავთ მასწავლებელი, რომელსაც გამორჩეული ნდობა და ავტორიტეტი გააჩნია არა მარტო მოსწავლეებში და სრულიად სასკოლო საზოგადოების წევრთა შორის, არამედ, თემშიც. მისი საქმიანობის მთავარი მიზანი არის მოსწავლეთა მიღწევებისა და მათი პიროვნული ზრდის მხარდაჭერა“,- ასე ახასიათებენ სკოლაში მენტორ მასწავლებელს და მას წარმატებას უსურვებენ. 

„27 ოქტომბერს გამოვლინდება მართლაც ღირსეულთა შორის ღირსეული. წარმატებები ბატონ კახაბერს!“,- დასძენენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203