„საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ - მუხიანის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სასწავლო რესურსი შექმნეს 
12-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, მათემატიკის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-2 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. კომპლექსური დავალების თემა იყო - „საჩუქარი პირველკლასელებისთვის“. 

სამიზნე ცნება გახლდათ მათემატიკური მოდელი და კანონზომიერება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეორეკლასელებმა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას დიდი ინტერესი და მონდომება გამოიჩინეს.

„მათ შექმნეს ისეთი რესურსები, რომლებიც პირველკლასელებს გაუადვილებს 20- მდე რიცხვებსა და მოქმედებებზე საკითხების მარტივად დამახსოვრებასა და გაგებას.

დიდი სიხარულით წარუდგინეს რესურსები პირველკლასელებს. კლასებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა შესანიშნავად წარიმართა. მადლობა, ჩემო პატარებო ასეთი აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203