
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდას, მათი განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მოტივით, სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო, სასწავლო წლის პირველი დღის ემოციები კი, სასკოლო საზოგადოებას ჯერ კიდევ მოყვებათ, ეს კი მათ ენთუზიაზმსა და მონდომებაზე აისახება.
სკოლაში ისეთივე ჟრიამულია, როგორც 15 სექტემბერს - ხალისიანი სახეები, ღიმილიანი მოსწავლეები, იმედებით აღსავსე პირველკლასელები და დიადი გეგმების მქონე პედგოგები.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები თავიანთი საქმით სიამოვნებით დაკავდებიან და საერთო მიზნისთვის ერთიანი შემართებით იბრძოლებენ.
იხილეთ ფოტოები: