წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ქილიტაურმა, გუნდთან ერთად, საერთაშორისო პროექტში პირველი ადგილი დაიკავა
11-10-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლას განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ავსტრიაში, ქალაქ კიცბიჰელში European Climate Impact Award-ის დაჯილდოება გაიმართა. Erasmus+ -ის პროექტში წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ქილიტაური მონაწილეობდა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად, შეძლო და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა!

პროექტი მოიცავდა იდეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ევროპის გამწვანებასა და უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფდა. 

„ვულოცავთ ნიკოლოზსა და მის გუნდს ამ დიდ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203