
რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, ახალი სასწავლო წელი დიდი ზარზეიმით დაიწყო. მე-4 კლასის მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოჰყვება, 15 სექტემბრის დაუვიწყარი ემოციები.
ბავშვებს, იგივე შემართებით, მონდომებითა და გაორმაგებული ემოციებით აგრძელებენ სწავლას.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის შეიქმნას გარემო, სადაც ისინი სიამოვნებით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და საერთო მიზნისთვის დიდი ენთუზიაზმით იბრძოლებენ.
იხილეთ ფოტოები: