ლატალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
11-10-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ბავშვებს, 15 სექტემბერს, დირექცია და პედაგოგები საზეიმო გარემოში დახვდნენ.

მათ საკლასო ოთახები ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც მოსწავლეების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად საკლასო ოთახში ზეიმი გამართეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

დირექციამ და მასწავლებლებმა ბავშვებს ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203