მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. ამჯერად, სკოლაში აქტივობა სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით, უფროსკლასელებთან ძალიან საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მათ მინი-ლექცია მასწავლებლებმა - ნაზი საბანიძემ, მარიჯან ჭკადუამ წაუკითხეს.
დევნილმა მასწავლებელმა ირმა გურჩიანმა კი გაიხსენა დრო, როდესაც ქართველები აფხაზ ხალხთან ერთად მეგობრულად ცხოვრობდნენ.
„30 წელი დაუნდობელი, უთანასწორო ომიდან, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ომი, რომელსაც მოჰყვა ნგრევა, სასოწარკვეთა, ქათველთა ეთნოწმენდა, დევნილობა, მარცხი, შეიწირა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის მოგვარება, ყველა მოსწავლემ აღიარა, რომ ამისთვის საჭიროა შერიგება და მშვიდობიანი გზით პრობლემის გადაჭრა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: