იდლიანის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საინტერესო მაკეტები შექმნეს
11-10-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - შორენა ზარიძემ, მე-6 კლასის მოსწავლეებს შემოქმედებითობაზე ორიენტირებული კომპლექსური დავალება შესთავაზა. 

გაკვეთილი ორიენტირებული იყო მოსწავლეთა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე და მათ კრეატიული აზროვნების წარმოჩენაზე

მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ულამაზესი, ბუნების ამსახველი მაკეტი დაამზადეს და თავისი ნამუშევრით საკლასო ოთახი გაამრავალფეროვნეს

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით იყვნენ ჩართულნი. 

„მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს და შორენა მასწავლებელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203