„ახალ სასწავლო წელს ავტორიზებული სკოლის სტატუსით შევეგებეთ“ - ტუშურების საჯარო სკოლის წარმატება
11-10-2023

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლა სიამაყით გვამცნობს, რომ ახალი სასწავლო წელი ავტორიზებული სკოლის სტატუსით დაიწყო. 

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ავტორიზაციის პროცესში, რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ჩართულ ყველა პირს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ისეთივე შემართება აქვთ, როგორიც სასწავლო წლის დასაწყისში, მათთვის სკოლის წარმატება და დირექციის მიმართვა მოტივაციად იქცა. 

„გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. ახალ სასწავლო წელს ავტორიზებული სკოლის სტატუსით შევეგებეთ. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ავტორიზაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს“, - ასე მიულოცა სკოლის ადმინისტრაციამ, სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება და სკოლის წარმატება. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203