
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი. სკოლაში აქტიურად ზრუნავენ, მათ განწყობა აუმაღლონ და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყონ.
ამას ცხადყოფს მოწესრიგებული ინფრასტრუქურა. ბავშვებისთვის, ასევე სკოლაში არის გამართული კომპიუტერები, ტექნიკა და ყველა საჭირო სასწავლო რესურსი.
მსგავსი გარემო, მათ სწავლის მოტივაციას მეტად უმაღლებს, რაც შემდგომ აკადემიურ ხარისხზეც დადებითად აისახება. პედაგოგებიც შესაბამისად, მეტად მოტივირებულნი, დიდი მონდომებით ცდილობენ, მათ ცოდნა აუმაღლონ და ინტერესი გაუღვივონ.
იხილეთ ფოტოები: