ხუცუბნის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
12-10-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლეა.
სკოლისთვის ახალი შენობა შენდება, სამუშაოები კი ახლა დასკვნით ეტაპზეა. მალე სასკოლო საზოგადოება სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაფერის გარემოში გააგრძელებს.
სკოლაში ეს ფაქტი ძალიან ახარებთ, თითოეული მასწავლებელი და მოსწავლე კიდევ უფრო მოტივირებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, ცოდნის გაღრმავებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს