მოსწავლეთა საზეიმო მიღება დარჩელის N1 საჯარო სკოლაში
12-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლების მოტივაციის ამაღალებასა და მათ ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მათ 15 სექტემბერს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. პედაგოგებმა საკლასო ოთახები და სკოლის ეზო სადღესასწაულოდ მორთეს, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი პირველკლასელთათვის იყო. დირექცია და პედაგოგები მათ დიდი სიყვარულით შეხვდნენ და საზეიმო ვითარებაში ბუკები გადასცეს.

სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, რამაც მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა და დადებითი ემოციებით დამუხტა.

„ჩემო საქართველოვ, დღეს ღიმილის დღეა, მოიწმინდე ცრემლი, საქართველოს ახალგაზრდობა მერხს მიუსხდა. მრავალჟამიერ ერო, სწავლა და განათლება, ულევი სიხარული და სიყვარული დაგბედებოდეს. სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ სასწავლო წელს!“, - ასე მიულოცა სკოლის დირექციამ სასწავლო წლის დაწყება მთელ სასკოლო საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203