ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, მათ შორის, სპორტულ აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, სკოლა მე-8
დ კლასის მოსწავლე თომა ყუფარაძემ ასახელა. ის 2010-2011 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, ლუხუმ ჩხვიმიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა, შეჯიბრი ზუგდიდში ჩატარდა. მოსწავლემ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა - 66 კგ წონით კატეგორიაში, სამი ბრძოლა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, მას საზეიმო დახვედრა კლასში დამრიგებელ - სალომე საგანელიძის ხელმძღვანელობით, მოუწვეს, რითაც ძალიან გაახარეს.
„ვულოცავთ თომას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
ბმული