კაპრეშუმის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
11-10-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა ევროპის სპორტულ კვირეულში მრავალფეროვანი აქტივობებით ჩაერთო. 

სკოლაში, კვირეული სპორტული მარათონით გახსნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ, მართონის ბოლოს კი, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

ღონისძიების დასასრულს კი, გამარჯვებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებს პედაგოგები: ჟალე ბოლქვაძე და ლეილა მახაჭაძე ხელმძღვანელობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203