
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასებში, (კლასის დამრიგებლები - ნანული თორდინავა და ირმა ბუკია) ჩატარდა კლასის საათი, რომლის თემა იყო - ჯანმრთელობა.
საგანგებოდ მოწვეულმა სკოლის ექიმმა - ნანა კიკალიშვილმა მოსწავლეებთან ისაუბრა ინფექციურ/ ვირუსულ დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გავრცელების გზებზე, მათი თავიდან არიდების საშუალებებზე.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირებას და მათ პიროვნულ აღზრდას კლასის დამრიგებლები მნიშვნელოვან დროსა და ყურადღებას უთმობენ. მასწავლებლები მათ ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ აქტიურად მოუწოდებენ.
იხილეთ ფოტოები: