„დიდი წიგნის ერთობლივად კითხვა“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
11-10-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პირველ კლასში, მასწავლებელ ინგა მეტონიძის ხელმძღვანელობით, მინი პროექტი - „დიდი წიგნის ერთობლივად კითხვა“ მიმდინარეობს. 

მასში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ტექსტი წარმატებით წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო. მინი პროექტის ფარგლებში, მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე; ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში; ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას; აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად); ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.); ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (მარტივი საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე)“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203