„საქართველოს მზე ვართ“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა კლიპის პრეზენტაცია გაიმართა
11-10-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, კლიპი - „საქართველოს მზე ვართ“ მომზადდა. კლიპის პრეზენტაცია მიხეილ არახამიას სახელობის კაბინეტში შედგა, მას საპატიო სტუმრები, სკოლის დირექცია, პედაგოგები, 27-ე ბაგა-ბაღის პედაგოგები, ცეკვის პედაგოგი - მაია კახიძე, კომპოზიტორი - ნუკრი კარკაძე, ოპერატორი - თემურ ხითარიშვილი და კლასის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დამრიგებლის -  ანა ჯანელიძის ხელმძღვანელობით, აქტივობებში ხშირად ერთვებიან. 

„თავგანწირვა, მეგობრობა, სიყვარული ქართველების ყველაზე დიდი ღირებულებაა! თავგანწირვა ჩვენ ქართველებს ვალდებულებად მიგვაჩნია. ასევე, მეგობრობა! მეგობარი გზა და ხიდია, იგი უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი. მისი ტკივილი ისე უნდა გტკიოდეს, როგორც საკუთარი. მისი დამდაბლებული სული ისე უნდა გაწუხებდეს, როგორც შეგაწუხებდა შენი. ასევე სიყვარული, რომლის გარეშე აზრი არ ექნებოდა არაფერს. ამ სამივე გრძნობის ჰარმონიას წარმოადგენენ და ეტრფიან მე-4 კლასის მოსწავლეები კლიპით „საქართველოს მზე ვართ". კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა, კლასის მშობლებმა კლიპის ორგანიზატორები და მხარდამჭერები მადლობის სიგელით დააჯილდოვა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203