ურთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ანბანეთში 
12-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანბანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგები მათ სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამჯერად, პირველკლასელებმა დირექტორის - ნინო ზაქარაიას შეთავაზებული აქტივობა შეასრულეს, რომელიც მათთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. პატარებმა ორიგინალური ასობგერები შექმნეს, რომელიც თავადვე დააგემოვნეს. 

„ჩემი „პირველების“ „ანბანეთში“ მოგზაურობის მეორე დღე. ნინო მასწავლებლის შემოთავაზებულ აქტივობას პატარებმა კარგად გაართვეს თავი. ბავშვებმა ორიგინალური ასობგერები შექმნეს, რას არ ნახავდით აქ. ა-სა და ი-ს ფორმის პურებს, ორცხობილებს და სულუგუნსაც კი, რაც შესვენებაზე სიამოვნებით დააგემოვნეს. დიდად კმაყოფილები და ნასიამოვნები დარჩნენ პატარები ამ აქტივობით, რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ზაქარაიას“,- აღნიშნავს პედაგოგი ლალი კვარაცხელია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203