
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სწავლა სასურველ უნივერსიტეტებში წარმატებით გააგრძელეს.
მათგან ორმა მოსწავლემ - საბა ხაბურზანიამ - 100%-იანი გრანტი, ხოლო ქრისტი ფირცხელავამ 50%-იანი გრანტი მოიპოვა. ასევე სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ კურსდამთავრებულები - ბექა მილდიანი და ლუკა ფიფია.
დირექცია და პედაგოგები მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
„გილოცავთ სტუდენტობას, გისურვებთ მომავალში ბევრ წარმატებას. გვიხარია და ვამაყობთ თქვენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.