გორას საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა
11-10-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
ამჯერად კი სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს და მათ წარმატებას უსურვებს.
„წარმატებები ჩემო პატარებო, ბედნიერ და ხალისიან სასწავლო წელს გისურვებთ“,- აღნიშნავს დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს