დისკუსიები და სააღმზრდელო მოთხრობის განხილვა - ახალსოფლის საჯარო სკოლაში საინტერესო კლასის საათები ჩატარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-4ა და მე-4ბ კლასის დამრიგებლებმა - მაია ფევაძემ და ნინო ლეონიძემ კლასის საათები ჩაატარეს. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„დამრიგლებლის ერთ ერთი მოვალეობაა კლასსაათების ჩატარება. მოსწავლეები აქტიურად იყვენ ჩართული. დიდი მონდომებით და ხალისით ერთვებოდენ დისკუსიებში და სააღმზრდელო მოთხრობის განხილვაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: