ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას აქტიური, შრომისმოყვარე და ნიჭიერი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიცირებული და ორგანიზებული, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსი „წიგნი - მომავლის ხედვა“ ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში მხატრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა ინტელექტუალური ზრდა-განვითარება იყო.
მასში ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინი ხილაძე, მარიამ შავაძე და ელენე ზოიძე მონაწილეობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს.
„ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ამავე სკოლის მოსწავლეებს მიღწეული წარმატებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: