დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად ღონისძიება გამართეს
11-10-2023
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა და თვითმმართველობის წევრმა მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. 

სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, კედლის საინფორმაციო გაზეთი, რომელსაც სკოლაში თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია. სკოლის დირექტორმა ისაუბრა აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203