ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
14-05-2018
ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა შორენა შაინიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიებაში მე-6, მე-7, მე-8, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა სანთლები დაანთეს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს.
მოზარდებმა ასევე სტენდი - „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ გააკეთეს.
„კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 9 აპრილის ბნელი, მტკივნეული ღამე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იხილეთ ვიდეო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს