ილემის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეული მოსწავლე-მასწავლებელთა და მშობელთა ერთობლივი ღონისძიებით დაგვირგვინდა
11-10-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართა. 10 ოქტომბერს კი, დაწყებით საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, სპორტული კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

აქტივობებში მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ მშობლები და კლასის დამრიგებლები. შეხვედრის გამარჯვებულ მესამე კლასის მოსწავლეებს სიმბოლური სიგელი გადაეცათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა აქტიურად ზრუნავს მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203