სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ვაზიანის საჯარო სკოლაში
11-10-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში ბავშვების სასწავლო მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე მუდამ ზრუნავენ. მათთვის ახალი სასწავლო წელიც საზეიმოდ დაიწყო, რაშიც უდიდესი წვლილი სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მიუძღვით.

ბავშვებისთვის სკოლის გარემო სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა საინტერესო დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

დირექტორი მარიამ დათუაშვილი და პედაგოგები მათ სკოლაში დიდი სიყვარულით, სიხარულით შეხვდნენ და ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„სკოლა, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, მშობლებს, გილოცავთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ულევ წარმატებას“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა მარიამ დათუაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203