საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებების კვირეული მოეწყო
11-10-2023

ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულში.

სპორტული ღონისძიებების კვირეული 25-დან 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მისი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მოსწავლეებში. მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, 

კვირეული სკოლაში პედაგოგ ელენე ფარეშიშვილის ინიციატივით მოეწყო. 

პედაგოგი დირექციას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობას ვუხდი სკოლის დირექციას გვერდით დგომისთვის და დახმარებისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203