
ბავშვებისთვის სასკოლო ოთახები პედაგოგებმა სადღესასწაულოდ მორთეს, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი პირველკლასელთათვის იყო. მათ სკოლაში მასწავლებლები დიდი სიყვარულით დახვდნენ.
სკოლის ეზოში კი ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკლასო ოთახებისკენ მიაშურეს.
დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს მიულოცა და მშვიდობიანი და ნაყოფიერი სასწავლო დღეები უსურვა.
„განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც, პირველად შემოაღეს სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. მათ ვუსურვებ ამ ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: