
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - გიგი შუკვანსა და მურმან ძიგუას, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებითვის კომპიუტერები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული 128 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
მათ შორის იყვნენ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიგი შუკვანი და მურმან ძიგუა.
მოსწავლეებს კომპიუტერები ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მამუკა ბულიასთან ერთად, გადასცა.
სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებებს და ვუსურვებთ საკუთარი შესაძლებლობების,ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოყენებას. ლამაზი და ბედნიერი დღეების სიმრავლეს“,-აღნიშნავენ სკოლასი.
ჩხორიის საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
იხილეთ ფოტოები: