ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალშია 
11-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკოლოგიაზე ზრუნვით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი „ფესვები“, რომლის წევრებიც უფრთხილდებიან გარემოს და სხვებსაც ამავეს მოუწოდებენ. 

დღეს, სკოლაში ეკოკლუბელთა წარმატებას აღნიშნავენ. „ფესვები“ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია -2023-ის ფინალშია.

ეკოკლუბ „ფესვების“ 2022-2023 სასწავლო წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციით ჟიურის წინაშე ​ეკოკლუბელი ნინო არდია და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მზია ქარდავა წარდგნენ. მათი საქმიანობა კი დამსახურებულად აღინიშნა. 

სკოლაში ეკოკლუბის წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ეკოკლუბელებს ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203