ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პირველკლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული პირველი საანბანო გაკვეთილი
11-10-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარების სასწავლო მოტივაციაზე დამრიგებელმა, ნინო მელაძემ იზრუნა და მათ სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული პირველი საანბანო გაკვეთილი ჩაუტარა. 

მოსწავლეები აქტივობებში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ქართველი კაცი ყველაზე დიდ საგანძურს მაშინ ეზიარება, როცა ძვირფას დედაენას დაეწაფება! ვულოცავ, ჩემს პატარებს ამ დიად სამყაროში შემობრძანებას..“,- აღნიშნავს პედაგოგი ნინო მელაძე და მოსწავლეებს ბედნიერ და ნაყოფიერ პირველ სასწავლო წელს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203