
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩატარდა მხიარული გაკვეთილი, თემაზე - ანბანი მობრძანდებაო.
პედაგოგმა ანბანის სამყაროში პირველი ნაბიჯები დღესასწაულად უქცია. მან მოსწავლეებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა და ბავშვები სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობაში ჩართო.
სწავლასმოწყურებული ბავშვები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და პედაგოგს სიამაყის საფუძველი მისცეს.
იხილეთ ფოტოები: