
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი გაფრინდაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლე, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი მოსწავლეს სკოლის დირექტორმა დარიკო ხვედელიძემ გადასცა. სკოლის ხელმძღვანელმა წარჩინებულ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატება და დამსახურებული ჯილდო მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო: