ყვარლის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებისთვის მათემატიკა სკოლის ეზოში ჩატარდა
14-05-2018
ყვარლის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგმა ნანა ცირიკაშვილმა მოსწავლეთა მოტივირების მიზნით VII და IX კლასებში პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის ეზოში ჩაატარა.
კერძოდ, VII კლასის მოსწავლეებმა სამკუთხედის ტოლობის ნიშნების საშუალებით ორ პუნქტს შორის მანძილი განსაზღვრეს, რომელთა შორის სწორი გზით მისვლა შეუძლებელია.
IX კლასის მოსწავლეებმა კი სამკუთხედების მსგავსების ნიშნების გამოყენებით შერჩეული მასშტაბით და კუთხის აგებით ფურცელზე მანძილის გაგება შეძლეს, რომელთა შორის არსებულ წინააღმდეგობა გაზომვების საშუალებას ხელს უშლიდა.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივებას და მათემატიკის უკეთ შესწავლას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს