თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-გასართობ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
10-10-2023

თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა სახის გასვლით ღონისძიებებსა და ექსკურსიებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეები, პედაგოგ ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობ ექსკურსიაზე მცხეთაში იმყოფებოდნენ. მათ ეკლესია-მონასტრები მოინახულეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს. 

ექსკურსიამ ისინი ერთმანეთთან მეტად დაამეგობრა - ითამაშეს, გაერთნენ, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი ღონისძიებები და ექსკურსიები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203