
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „იყალთო“ წარმატებით ფუნქციონირებს. მისი წევრები გარემოსდაცვით აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, კლუბის წევრებმა, რომლის ხელმძღვანელი ეკატერინე იმერლიშვილი გახლავთ, დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში, მათ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აღნიშნულ აქტივობებში, საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა გარემოს მოფრთხილებისკენ საზოგადოებასაც მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: