
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა, ძვ. წ. V-VII საბრძოლო და შრომითი იარაღები, XIX ს-ის საბრძოლო იარაღები, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები, გურიის ერისთავების პირადი არქივი დიდი იტერესით დაათვალიერეს.
მოსწავლეები მუზეუმდან ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: