ალისუბნის თემის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
10-10-2023

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისითა და ინტერესით დაიწყეს, მათ მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე კი პედაგოგმა იზრუნა. 

პირველ ასო-ბგერებს პატარები საზეიმოდ გაეცნენ. პედაგოგმა მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გაკვეთილი მეტად შთამბეჭდავად წარიმართა. 

„პირველ კლასში სასიამოვნო და საზეიმო გარემოა, იისფერი სჭარბობს საკლასო ოთახში, პირველი ასო-ბგერების გასაცნობად ემზადებიან ბავშვები და გაფართოებული თვალებით შესცქერიან ირინა მასწავლებელს.

აი ია, აი შენი დედაენა....
გესმის ეს სიტყვები და შენც ბავშვობაში ბრუნდები...
აი ია, საოცრების დასაწყისი....
და, მართლაც, საოცარ გარემოში ხვდები...

როგორ საინტერესოდ აცნობს მასწავლებელი პატარებს „იას“ , როგორ ახასიათებენ ბავშვები ამ ულამაზეს ყვავილს და ყვებიან ლექსებს იაზე.

ირინა მასწავლებელს მისი ყოფილი მოსწავლეები, უკვე მეხუთეკლასელები, ეხმარებიან და პატარებს თავიანთ ცოდნას გადასცემენ, აჩვენებენ უძვირფასეს განძს „დედაენას“ და ულამაზეს ყვავილს „იას“. 

მოულოდნელი და გემრიელი იყო ლალა მასწავლებლის სიურპრიზიც მოსწავლეებისათვის...

ასეთი საზეიმო, სახალისო და სასიამოვნო გაკვეთილები ბევრი გქონოდეთ ირინა მასწავლებელო და ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203