განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
10-10-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო და ორიგინალური აქტივობა ჩატარდა.

მოსწავლეებს, ფურცლებზე, ლექსიდან ამონარიდები (სტროფები) თანმიმდევრულად უნდა დაელაგებინათ. ისინი ჯგუფებად იყნენ დაყოფილნი და დავალებები დიდი მონდომებით შეასრულეს.

აქტივობაში ყველანი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მეცხრეკლასელებმა ცოდნა წარმოაჩინეს, გახალისდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივბები მოსწავლეებს სწრაფ აზროვნებაში ეხმარება და მათ საჭირო უნარებს უვითარებს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203