„ბავშვებმა წიგნიერ სამყაროში გვამოგზაურეს“ - ​ჩიბათის საჯარო სკოლის თავისუფალ სივრცეში ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა
10-10-2023

ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა. 

სკოლაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით და სპეციალური მასწავლებლის ნათია დობორჯგინიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, წიგნიერების პოპულარიზაციისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის მოეწყო თავისუფალი სივრცე.

ახლახანს კი, სტუმართან პაატა ურუშაძესთან, სკოლის დირექციასა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან VIII, XI და XII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრის თემა იყო - „წიგნის თარო”...

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა.

„ბავშვებმა ისაუბრეს, დასვეს კითხვები და საინტერესო, მშვიდ, წიგნიერ სამყაროში გვამოგზაურეს, მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს, სტუმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრების პატარა მონაკვეთი გაგვიზიარა, წიგნიერების სამყაროში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203