
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს აფასებენ.
სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები, თბილი სიტყვები მიუძღვნეს თავიანთ პედაგოგებს, ხოლო უფროსკლასელებმა მასწავლებლის როლი მოირგეს, მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და შესთავაზეს მათივე დაგეგმილი აქტივობები.
მასწავლებლებისთვის სიურპრიზი მეტად სასიხარულო და სასიამოვნო აღმოჩნდა და ახარებთ, რომ პედაგოგის პროფესია მომავალი თაობისთვის სასურველი და დაფასებულია.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: