ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან მარგველაშვილმა ძიუდოში, ლუხუმ ჩხვიმიანის სახელობის ტურნირზე პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა
10-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჟამად სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლის - ამირან მარგველაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ამირან მარგველაშვილმა ძიუდოში, 2029 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - ლუხუმ ჩხვიმიანის სახელობის ტურნირზე პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა. 

ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამირანმა არაერთხელ ასახელა მშობლიური სკოლა და სოფელი, რაც ახარებთ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203