
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში კლასებს შორის ჩატარდა სპორტის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში გაიმართა შიდასასკოლო შეჯიბრი ფეხბურთში, ფრენბურთსა და „მხიარულ სტარტებში“.
29 სექტემბერს, გამართულ ევროპის სასკოლო ოლიმპიადაზე კი მოსწავლეებმა (ანა და ნათია დანგაძეებმა და გურამ ბიბილეიშვილმა) მოიპოვეს გამარჯვება, გახდნენ ჩემპიონები და პრიზიორები გარბენში.
იხილეთ ფოტოები: