ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გადამფრენ და მტაცებელ ფრინველთა შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
10-10-2023
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ფრინველების დაცვის ბრიტანულმა საქველმოქმედო ფონდმა და ორგანიზაციამ - „ბათუმის მტაცებელი ფრინველების აღრიცხვა“ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარეს გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია გადამფრენ და მტაცებელ ფრინველებზე, მათ საცხოვრებელ გარემოსა და დაცვაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა ისახავდა მიზნად მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ფრინველთა სამყაროთი მათ დაინტერესებას და ბუნებრივი გარემოსადმი პატივისცემის გაღვივებას.