ცეცხლაურის N1 სკოლის მესამეკლასელებმა მრავალფეროვანი დეკორატიული ნივთები შექმნეს
10-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, ბავშვებმა საინტერესო პრაქტიკული დავალება შეასრულეს და კრეატიული უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა, შექმნეს დეკორაციები და სხვადასხვა ნივთები მხატვრულად გააფორმეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში, ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათთვის გაკვეთილი სახალისო, დადებითი ემოციებით დატვირთული და პროდუქტიული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203