
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, პირველკლასელებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის - გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, ოჯახის წევრები დახატეს. აღსანიშნავია, რომ ნახატები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა.
შემდეგ კი, ბავშვებმა, ნამუშევრებით, კედლის გაზეთი ააწყვეს და საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ხალისით იმუშავეს აქტივობაზე, შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დღე ხალისიანად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: