
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ბავშვებს ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ.
დირექციამ და პედაგოგებმა, მათთვის სკოლის გარემო სადღესასწაულოდ, ბუშტებით, დეკორაციებით მორთეს.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყო, რომლებსაც სახელმწიფოსგან წიგნები და კომპიუტერები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სწავლის დაწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ედნარ თურმანიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა საჩინოს თემში, ლევან გოგიტიძემ მოულოცეს.
მათ მოსწავლეებს წარმატებები და პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: