
ზესტაფონის მომავლის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთორმეტეკლასელი გიორგი ქველიაშვილი. მან „EducationUSA“ ლიდერობის აკადემიის სრული კურსი წარმატებით გაიარა და შემაჯამებელ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 50 მოსწავლე ესწრებოდა, შესაბამისი დიპლომი გადაეცა.
მოსწავლემ ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლა, ახალი უნარები შეიძინა და გამოცდილება მიიღო, რომელიც მომავალში გამოადგება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: