სამღერეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
10-10-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგმა იზრუნა, რომელმაც პატარებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დაწყება მასწავლებელთან ერთად აღნიშნეს და სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. მათ, შორის იყო შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს განსაკუთრებულად მოეწონათ. 

სკოლის დირექცია პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

„სკოლის დირექცია ულოცავს პატარებს ცოდნისა და განათლების მიღების ანბანის შემოსვლას სასწავლო პროცესში და უსურვებს უამრავ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203