აზავრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების შესახებ საინტერესო ბროშურები შექმნეს
10-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან და ცოდნას იმაღლებენ. ამჯერად, მე-11 კლასელებმა პედაგოგის ნინო დავთიანის ხელმძღვანელობით, ბროშურები შექმნეს.

მათ რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ნამუშევრები კლასში წარადგინეს.

ბავშვებმა აღნიშნული უნივერსიტეტების, მათი დაარსების, სტრუქტურისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრეს. მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203